600-მდე ჩვილი პატრიარქის ნათლული გახდა
| 24.05.2009, 20:53 |
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა ნათლობა დასრულდა. ამჟამად უწმინდესი და უნეტარესი ილია II დაბრძანებულია საპატრიარქო ტახტზე და თავის ნათლულებს ლოცავს. ყველა ახლად მონათლული ჩვილი პატრიარქთან მიჰყავს თავის ნათლიას და შემდეგ პატრიარქი მას ლოცავს. უწმინდესმა და უნეტარესმა მიულოცა ყველა ოჯახს, ვისი შვილიც დღეს მოინათლა. დღეს დაახლოებით 600-მდე ჩვილი მოინათლა და პატრიარქს უკვე 2000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. აღნიშნულ ტრადიციას უწმინდესმა საფუძველი 2008 წლის 18 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე ჩაუყარა და პატრიარქი ყველა ჯვარდაწერილი ოჯახის მესამე და მომდევნო შვილს ნათლავს.
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
ნანახია: 631 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|