კვირა, 19.05.2024, 16:11

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

ოპოზიციამ გორში „მიხეილ სააკაშვილის თასზე“ იმპროვიზებული გარბენი მოაწყო, რომლის მთავარი პრიზი „ტყლაპის ჰალსტუხი“ იყო
24.05.2009, 20:58
ოპოზიციამ გორში „მიხეილ სააკაშვილის თასზე“ იმპროვიზებული გარბენი მოაწყო, რომლის მთავარი პრიზი „ტყლაპის ჰალსტუხი“ იყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილე დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა აცნობა, გარბენი გაიმართა იმ ადგილას, სადაც გორის დაბომბვისას მიხეილ სააკაშვილი დაეცა მიწაზე და სტუმარი – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარდ კუშნერი მიატოვა.
„ეს იყო აქცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყნის მთავარსარდალი და მოეწყო იმ ადგილას, სადაც ქვეყნის მთავარსარდალმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანას ყველაზე დიდი სირცხვილი აჭამა“, – დასძინა ცაგარეიშვილმა.
ოპოზიციის მიერ გამართული გარბენის აქციაში მთავარი პრიზი „ტყლაპის ჰალსტუხი“ გადაეცა გია გაჩეჩილაძეს – „უცნობს“, რომელმაც, ცაგარეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჰალსტუხის ჭამის ცნობილი კადრის მსგავსად, მას გემო გაუსინჯა.
ამის შემდეგ, „უცნობი“, ასევე სააკაშვილის მსგავსად „განერთხო“ იმ ადგილას, სადაც ასევე ცაგარეიშვილის განცხადებით, გორის დაბომბვისას მიხეილ სააკაშვილი „განერთხო“ და ის ადგილი ოპოზიციამ სიმბოლურად ფანქრითაც შემოხაზა.
იმპროვიზებული აქციის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა მსვლელობა მოაწყეს სტალინის ძეგლიდან აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალამდე და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ამჟამად ოპოზიციის კოლონა უფლისციხესთან იმყოფება, სადაც ღამეს გაათევენ, ხვალ კი მცხეთისკენ დაიძვრებიან. ცაგარეიშვილის განცხადებით, ოპოზიციის კოლონას მხარდამჭერები დროდადრო უერთდებიან. „ბოლო ორი საათის განმავლობაში უკვე 50-მდე მანქანა შემოგვიერთდა“, – აღნიშნა მან.


კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 676 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: