კვირა, 19.05.2024, 18:52

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
“მოდულის შენობის” წინ საპროტესტო აქცია უკვე დასრულდა. 
აქციის დასასრულს მცირე ინციდენტი მოხდა. მაშინ, როდესაც “კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი მომიტინგეებს 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებდა, ტრიბუნასთან მივიდა ნასვამი მამაკაცი, რომელმაც მათ სახლში წასვლისა და დაშლისაკენ მოუწოდა. რის შემდეგაც აქციის მონაწილეებსა და უცნობ მამაკაცს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ აღნიშნული პირი გაიყვანეს. მოგვინებით, ის ვერცხლისფერ მანქანაში ჩაჯდა და პერიმეტრი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ინციდენტი პროვოკაციად შეაფასეს. 
ოპოზიციის საინფორმაციო მიტინგი პარლამენტის წინ დღეს, 18:00 საათზე დაიწყება.

 

 


 


ავტორი: bimbo null (0) null
თადარიგის გენერლები, ოფიცრები და ვეტერანები “ქართული ჯარის ღირსების დაცვის კომიტეტს” ქმნიან, - ამის შესახებ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გია ყარყარაშვილმა განაცხადა.
 მისი თქმით, უკანასკნელ ხანებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ ხელისუფლების მიერ არასწორად წარმართული სამხედრო პოლიტიკის შედეგად სამხედრო აღმშენებლობაში გაუმართლებელმა ექსპერიმენტებმა და საკადრო დანიშვნებმა ქართული ჯარის პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსების დაკნინება და მორალური დათრგუნვა გამოიწვია.
 “როდესაც ვიღაცას შეგნებულად არ სურს დაინახოს განსხვავება ჯარისკაცსა და პატიმარს შორის, შეგნებულად ხორციელდება მაღალ დონეზე გაწვრთნილი ჯარის დემორალიზაცია, დაწყებულია ტენდენცია საზღვარგარეთ გაწვრთნილი სამხედრო მოსამსახურეების მასობრივად ჯაშუშებად გამოცხადებისა და ამით რუსეთის შესაბამისი სტრუქტურების სიძლიერის აფიშირება, როდესაც ქართული ჯარის უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო ნაწილში თავდაცვის მინისტრის ნაცვლად ხვდებიან შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, შეუძლებელია საზოგადოებამ მშვიდად უყუროს სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის რღვევასა და მორალურ დასასრულს”, - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.
 მისი თქმით, სწორედ ამიტომ თადარიგის გენერლებმა, ოფიცრებმა და ვეტერანებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ “ქართული ჯარის ღირსების დაცვის კომიტეტი”, რომლის თანადამფუძნებლები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ქართული ჯარის გულშემატკივარი საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 
 მათი ძირითადი მიზანი იქნება ქართული ჯარის პროფესიული და მოქალაქეობრივი ღირსების დაცვა. “თუ საზოგადოება არ იცავს საკუთარ ჯარს, ჯარი ვეღარ დაიცავს საზოგადოებას”, - აღნიშნა გია ყარყარაშვილმა.

 

ავტორი: bimbo null (0) null
გენერალი კობა კობალაძე უკვე მე-11 დღეა საპყრობილეში შიმშილობს.
ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კობალაძის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ რაც გენერალი კობალაძე გადაიყვანეს მე-8 საპყრობილეში, იმ დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და იგი მხოლოდ წყალს ღებულობს.
პაქსაძის თქმით, შიმშილობის შესახებ საქმის კურსშია ციხის ხელმძღვანელობა და კობალაძე იმყოფება სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, თუმცა, როგორც ემზარ პაქსაძემ აღნიშნა, გენერალ კობალაძის მდგომარეობა ამ დროისთვის არასახარბიელოა, ვინაიდან 11-დღიანი შიმშილობა აშკარად აისახა უკვე მის ჯანმრთელობაზე.
ადვოკატი აცხადებს, რომ ხვალ გენერალი კობა კობალაძე გაავრცელებს საგანგებო მიმართვას სახალხო დამცველის სახელზე და მოითხოვს ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას.
გარდა ამისა, ემზარ პაქსაძე გენერლის მდგომარეობისა და მისი დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით აპირებს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ჩააყენოს საქმის კურსში.

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის წინ საინფორმაციო მიტინგი განახლდა. მიტინგზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერთა ნაწილი, ბიძინა გუჯაბიძე, ზვიად ძიძიგური, ლევან გაჩეჩილაძე,
როგორც ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ხვალიდან იქნება აქციების რადიკალიზაცია. ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა ასევე პრეზიდენტის გამოსვლას წინანდლის რეზიდენციაში და აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მომიტინგეებს, რადგან მან განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე განთავსებულია “გალიები”. ძიძიგურის განცხადებით, ამით სააკაშვილმა მომიტინგეებს მხეცები უწოდა და აღნიშნა, რომ გალიაში პრეზიდენტია ჩასასმელი, რადგან ქვეყანა ერთ დიდ საკნად გადააქცია.
“დრო გავა და ამ “საკნებს” საქართველოს ისტორიას ჩავაბარებთ და საქართველოს ისტორიის ფურცლებზე დაიწერება, რომ ამ “საკნებით” ქვეყნის გამანადგურებელი ხელისუფლება შეიცვალა”, - განაცხადა ძიძიგურმა.
მან ასევე პრეზიდენტი წინანდლის რეზიდენციის ხალხისთვის წართმევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხალხს იქ შესვლა პრაქტიკულად აკრძალული აქვთ.
ძიძიგურის განცხადებით, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში აქციები არ შეწყდება.  
ძიძიგურის განცხადებით, ხვალ ასავე იგეგმება შსს პიკეტირება. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ჯგუფები ჩასულია ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმში, სადაც იმ ადამიანების მობილიზება ხდება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სააკაშვილის რეჟიმს.
ძიძიგურის განცხადებით, 26 მაისს რუსთაველის გამზირზე იქნება ხალხის უპრეცედენტო რაოდენობა და აქ გადაწყდება ნდობის როგორ მანდატს მისცემს საზოგადოება ოპოზიციის ლიდერებს. 
ძიძიგურის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმი დგას ორ საყრდენზე, ერთი ეს არის მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები და მეორე ეს არის მოდულის შენობა.

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტის წინანდლის რეზიდენციაში გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფული არა ოპოზიციას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტს აქვს აღებული ქვეყნის დაშლისა და დანაწევრებისთვის.
ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ევროპა საგრძნობლად არის გააქტიურებული და თავად მათ არ სურთ, რომ ოპოზიციის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდეს.  
გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ზეგ ლიდერთა ნაწილი დასავლეთში წავა, 20 მაისს ისინი გამართავენ შეხვედრას ბათუმში, 21 მაისს ზუგდიდსა და ქუთაისში, 22 მაისს თელავსა და გურჯაანში და მოხდება საპროტესტო მუხტის მქონე ადამიანების მობილიზება და მათი 26 მაისს თბილისში ჩამოყვანა.  
გაჩეჩილაძემ დაუღლელობისკენ მოუწოდა მომიტინგეებს და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ორი გზა აქვს – ან კომბლით ხელში შევარდეს სადმე, ან მოთმინებით დაელოდოს მოვლენების განვითარებას და ბოლომდე რუსთაველის გამზირზე იდგეს.
ლევან გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ 26 მაისს საერთო-სახალხო კრება ჩატარდება და ალტერნატიული ფუნქციის მქონე ორგანო ჩამოყალიბდება, რომელსაც მიეცემა უფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ საკითხების მოგვარებისა.
გაჩეჩილაძის აზრით, ეს ორგანო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.  
“დადგა დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა დაუთმონ ასპარეზი საზოგადოებისთვის ცნობილ და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირებს. დროა, რომ წინ დავაყენოთ საზოგადოება და ადამიანები გავერთიანდეთ არა ინტერესებით, არამედ ფასეულობების გარშემო. იმ ფასეულობის გარშემო, რასაც ჰქვია ენა, მამული და სარწმუნოება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.
მან ასევე პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ დღეიდან ტელეკომპანია “მაესტროს” ყურება შესაძლებელი გახდება ფოთში, სენაკში, ქუთაისსა და ზესტაფონში. გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ტელეკომპანია “მაესტროს” დაეხმარა გაეფართოვებინა დაფარვის ზონა და აღნიშნა, რომ მოვა დრო, როდესაც ამ პირების სახელებს ხმამაღლა იტყვის.


ავტორი: bimbo null (0) null
ახალგაზრდული გაზეთის “თსუ თაიმსის” ინიციატივით, 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: “ქართველი ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში”.
გარდა ამისა, შედგება “თსუ თაიმსის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, ანალიზს და მათ მოგვარებაში ახალგაზრდულ ხედვას. 
გაზეთში დაბეჭდილია რუსეთის ისტორიის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი. აგრეთვე, სტატიები: რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი; საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რას ელოდება საქართველო სტრასბურგის სასამართლოსგან და სხვა. 
ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამართალმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები.
 
 
ექსკლუზივი
კახა კაციტაძე - შექმნილ ვითარებაში თავად ხელისუფლებისთვისაც უკეთესია, თუ გონივრულ დათმობებზე წავა 
2009-05-17 13:25:00
... 
ექსპერტთა ტრიბუნა
“ხუთი ნაბიჯი” და დღის წესრიგი #3 ახალი “უპირობო” მოლაპარაკებისთვის 
2009-05-16 12:46:00
... 

ქართული პრესის მიმოხილვა
• ჩამოვა თუ არა 26 მაისის სახალხო აღლ

ავტორი: bimbo null (0) null
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ხვალ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს შეხვდებიან.
 როგორც ~ინტერპრესნიუსს~ “კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში მიმდინარე პრობლემატურ საკითხებზე. 
 მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაციას მიაწვდიან ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან და თავდასხმების გამოუძიებლობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება ასევე დიალოგის თემას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ოპოზიციის შეხვედრაზე ინფორმაციას მიაწვდიან.

ავტორი: bimbo null (0) null
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, ჩოხატაური-ზომლეთის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე, მდინარე სუფსაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. 
 როგორც ~ინტერპრესნიუსს~ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნული ხიდი, 2007 წლის შემოდგომაზე, წყალდიდობის შედეგად ჩაინგრა. მისი პარალიზების გამო, ჩოხატაურის რაიონის სოფლებთან (ზომლეთი, ჭანჭათი, სამება, განახლება, შუაგანახლება) საავტომობილო მიმოსვლა მეორე წელია შემოვლითი გზით ხორციელდება. 
 ~ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, ადგილობრივ მოსახალეობას ამ 25 კმ-იანი მონაკვეთის იძულებით გავლა არ მოუწევს და ზემოთაღნიშნულ სოფლებს უმოკლესი გზით დაუკავშირდება. სტიქიისაგან დაზიანებულ ხიდზე გათვალისწინებულია 12,5 მ. სიგრძის 5 მალიანი (თითოეული მალის სიგრძე 18.5 მ.) ახალი რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მშენებლობა~,-განაცხადეს დეპარტამენტში.
 სამუშაოებს ასრულებს ქართული კომპანია შ.პ.ს. „ზიმო“. ხიდის აღდგენითი სამუშაოების ღირებულება 797 ათას ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


ავტორი: bimbo null (0) null
ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მორიგ რაუნდზე გაემგზავრა, რომელიც 18-19 მაისისთვის არის დაგეგმილი. 
დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი შედიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დორებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. 
 აკიშბაია ჟენევის შეხვედრაზე დევნილების, გალის რაიონის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, მოსახლეობის იძულებითი პასპორტიზაციის, კოდორის ხეობიდან სასულიერო პირების გამოძევებისა და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო კონტროლის დამყარების საკითხებს დააყენებს.  
 დიმიტრი სანაკოევის განცხადებით კი, ქართულ მხარეს მზად აქვს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნის საპასუხო პოზიცია. როგორც ცნობილია, ცხინვალის რეჟიმი ჟენევაში აპირებს, ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტია მოსთხოვოს.

 


ავტორი: bimbo null (0) null
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს ამერიკელი მხატვრის ჯონ ჰენრი ვურდემანის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა - “მშვენიერების ძიებაში“ გაიხსნება.
მხატვარი თორმეტი წელია სიღნაღში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე ქეთევან მინდორაშვილი და ორი ქალიშვილი. 
გამოფენა „მშვენიერების ძიებაში“ ვიზუალური მოგზაურობაა. მხატვარი 1975 წელს ქალაქ სანტა ფეში, ნიუ მექსიკოს შტატში დაიბადა. თავის პროფესიას მერილენდის ინსტიტუტში, ბალტიმორის ხელოვნების კოლეჯში დაეუფლა. შემდგომ მოსკოვში, სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1998 წელს დაამთავრა და სახვითი ხელოვნების მაგისტრის წოდება მიიღო. 
1996-98 წლებში ჯონ ჰენრი საქართველოში ბევრს მოგზაურობდა. მან მთელი გულით შეიყვარა ქართველი ხალხი, რელიგია, ბუნება, ღვინო, განსაკუთრებით კი ქართული ხალხური მუსიკა. სწავლის დამთავრებისთანავე იგი საქართველოში ჩამოვიდა და სიღნაღში დასახლდა. 


ავტორი: bimbo null (0) null