კვირა, 19.05.2024, 16:11

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 122
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 12 13 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. 
 როგორც “ინტერპრესნიუსს~ სასტუმროს მარკეტინგის განყოფილების უფროსმა თამუნა გულედანმა განუცხადა, „შერატონ მეტეხი პალასში“ სატელეფონო ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, დაახლოებით, საათნახევრის წინ შევიდა. შესაბამისად, სასტუმრო დაიცალა. თუმცა, შემოწმების შედეგად სასტუმროში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. 
ამ დროისთვის ‘’შერატონ მეტეხი პალასში~ მყოფი ხალხი სასტუმროს ეზოში იმყოფება და, სავარაუდოდ, შენობაში მათ უახლოეს პერიოდში შეუშვებენ. 
 

ავტორი: bimbo null (0) null
ჩვენ ძალიან ბევრი ვართ და ვითხოვთ ობიექტურ ცვლილებებს, - ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის წინ მიტინგზე “ალიანსი საქართველოსთვის” წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
მისი თქმით, ხალხმა დაინახა მთავრობის უსუსურობა და ის, რომ ეს ხელისუფლება ვერ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს და ის უნდა გადადგეს, რათა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს და ერთობლივად იზეიმოს საქართველოს დამოუკიდებლობა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით ნონა გაფრინდაშვილმაც მიმართა. 
“26-მა მაისმა მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს”, _ განაცხადა გაფრინდაშვილმა. 
პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს მან აქტიურობისკენ მოუწოდა, რათა ეს ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ დაასრულონ და ამოისუნთქოს ქვეყანამ, _ განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება წესების გარეშე იბრძვის და ზუსტად ამის გამო

ავტორი: bimbo null (0) null
პარლამენტის წინ მიტინგი დასრულებულია. 
ლიდერებმა რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მომიტინგეებიც ნელ-ნელა იშლებიან.
პარლამენტის წინ მთელი ღამის განმავლობაში დავით უსუფაშვილი და ზურაბ აბაშიძე იმორიგევებენ, რომ რაიმე პროვოკაციას ადგილი არ ჰქონდეს.
პარლამენტის წინ მხოლოდ ის მონაწილეები რჩებიან, რომლებიც ღამეს საკნებში ათენებენ.
 

 

ავტორი: bimbo null (0) null

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა.
როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი. ამ ეტაპზე, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიტბორა ლოტკინის დასახლება, დიდუბე, სოლოლაკი და გლდანი. 
ასევე, დატბორილია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დიღომი საბურთალოს მონაკვეთი. წყალდიდობის შედეგად თბილისის ქუჩებში მანქანებს გადაადგილება უჭირთ.
როგორც “კონსერვატიული პარტიის” წევრმა კობა ძიძიგურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა სახელმწიფო კანცელარიასთან განლაგებული “საკნები” დატბორა.

ავტორი: bimbo null (0) null
ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რაიონებში ძირითადად აღდგენილია. 
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ დროსთვის მაინც რჩება რამოდენიმე უბანი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. 
ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად თბილისში მოსული ძლიერი წვიმა სახელდება.


ავტორი: bimbo null (0) null
 

გაერო-ს გენერალური მდივნის, ბენ კი მუნის მორიგ ანგარიშში, რომელიც კავკასიაში არსებულ ვითარებას შეეხება, აფხაზეთი საქართველოს ნაწილად არ არის მოხსენიებული. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლობის პრესმდივნის, რუსლან ბახტინის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გენმდივნის ანგარიში უშიშროების საბჭოს სამი დღის დაგვიანებით გადასცა. რუსული წყაროების ცნობით, ამის მიზეზი სწორედ დოკუმენტის დასახელება იყო, შეერთებული შტატები აფხაზეთის საქართველოს ნაწილად მოხსენიებას ბოლო მომენტამდე ითხოვდა.  
„რუსეთის წარმომადგენლობა ადასტურებს, რომ გენერალური მდივნის ანგარიში მიიღო. დოკუმენტის სახელწოდებაა - „გენერალური მდივნის ანგარიში, წარმოდგენილი უშიშროების საბჭოს 1808, 1839 და 1866 რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა ბახტინმა და დასძინა, რომ რუსეთის წარმომადგენლობა ანგარიშის შინაარსზე კომენტარს მხოლოდ მისი დებულებების ანალიზის შემდეგ გააკეთებს. 
გაერო-ში რუსული დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, დოკუმენტის დასახელებაში აფხაზეთის საქართველოს კუთვნილების შესახებ სიტყვების არარსებობა მას წინა ანგარიშებისგან განასხვავებს. ბენ კი მუნის ყველა წინა ანგარიშის სახელწოდება იყო - „ვითარების შესახებ აფხაზეთში, საქართველო“. 
რუსული წყაროების მტკიცებით, გაერო-ს გენმდივანი დიდ ხანს ვერ წყვეტდა, დოკუმენტის სახელწოდებად აშშ-ის მიერ შეთავაზებული ვარიანტი აერჩია, რომლითაც აფხაზეთი საქართველოს ნაწილად იყო ნახსენები, თუ ამ ასპექტს საერთოდ არ შეხებოდა, როგორც ამას რუსული დელეგაცია სთავაზობდა.  
 უშიშროების საბჭოსთვის ანგარიში გენერალურ მდივანს 15 მაისს უნდა წარედგინა.

ავტორი: bimbo null (0) null
საქართველოში ქუჩისა და ექსტრემიზმის პოლიტიკა წარსულს ბარდება. ამის თაობაზე საქარათველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს წინანდალში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა. 
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში კარგად გამოჩნდა ქართული საზოგადოების სიმწიფე, სიბრძნე, გამბედაობა და თავშეკავება შიდა თუ გარე პროვოკაციების მიმართ; ნათელი გახდა, რომ ქუჩისა და ექსტრემიზმის პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ბარდება. 
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში არიან ადამიანები, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული, მათ შორის ფინანსური და ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ხოლო ვინც „ყურებით არ ჰყავთ დაჭერილი“, ისინი დიალოგისა და აზრის გაზიარების მომხრე არიან.  
„ფეხის ბაკუნითა და იარაღის ბრაგუნითაც ქვეყნის არევა არავის გამოუვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს რადიკალური ჯგუფები უცხოელი პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოიყურებიან. 
მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესებმა ქვეყანას რამდენიმე კვირის განმვალობაში ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა უკვე განახლდა ინვესტიციების მოზიდვაც და საგადასახადო მუშაობაც.  

ავტორი: bimbo null (0) null
პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან „კარგი დიალოგის“ დაწყებაზე საუბრობს. 
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს წინანდალში ყოფნისას განაცხადა, ყველა დიალოგი პარლამენტის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს და ეს პროცესი დაწყებულია. 
ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებას ყველაზე მტკივნეულ ადგილებში სწორედ საპარლამენტო ოპოზიცია არტყამს“. 
„მთავრობას სერიოზული საპარლამენტო კონტროლი სჭირდება. ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს და კიდევ მეტად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ავტორი: bimbo null (0) null
საპარლამენტო უმრავლესობასთან დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რადიკალური ოპოზიციის მიდგომებზე ისაუბრა. 
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა განაცხადა, რადიკალურ ოპოზიციაში გამოიკვეთნენ ჯგუფები, რომლებიც მეტი პასუხისმგებლობითა და რეალობის გრძნობით უყურებენ ვითარებას, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ უკან დასახევი გზა არ არის და ქვეყანას პარალიზებით ემუქრებიან. 
სააკაშვილის მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფები საზოგადოებას ატყუებენ. მისივე თქმით, ხელისუფლებას ბევრი სხვა რამ აქვს გასაკრიტიკებელი, მაგრამ ოპოზიციური ჯგუფები ყურადღებას ამაზე არ ამახვილებენ და ხელისუფლების მისამართით „ლაფს ისვრიან“. 
პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი აქტიური დამფინანსებელი კრიმინალურ წრეებში ავტორიტეტად ცნობილი ბონდო შალიკიანია. 
„თუ ვინმეს შევარდნაძე მოენატრა, შეუძლია, კრწანისში მოინახულოს. დღეს ის ხალხი გვასწავლის ჭკუას და ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, რომელთა მმართველობის პერიოდში ქვეყნის ძირითადი ექსპორტი ჯართი იყო. თუ ვინმეს ჯართის ჩაბარება უნდა, ბევრი გალიებია, დაჭრან და ჩააბარონ“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობას სწორი მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა. „საქართველომ კიდევ ერთი ტალღა გადაიარა და დაამტკიცა, რომ სახელმწიფოა. იყო ილუზია, რომ პოლიციასა და ჯარში განხეთქილება იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.


ავტორი: bimbo null (0) null
9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალები ხელისუფლებას რეფორმების დასაწყებად რამდენიმე კონკრეტულ წინადადებას სთავაზობენ. 
 9 აპრილის აქციების ორგანიზატორი პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ოპოზიციის შეთავაზება 6 პუნქტს მოიცავს. პირველია რეალური ნაბიჯების გადადგმა პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად, რაშიც პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა; 2009 წლის შემოდგომაზე სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, თბილისის მერის არჩევნების ჩატარება იგულისხმება. 
 მეორე პუნქტია საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების გზით, 2009 წლის ოქტომბრისთვის მორიგი საპარლამენტო არჩევნების თარიღის დადგენას და კონსტიტუციური მოწყობის საკითხებზე საპარლამენტო არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებას მოიცავს.
 მესამე პუნქტი სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკური მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებად ოპოზიციასთან შეთანხმებული პირების დანიშვნას და შინაგან საქმეთა სამინისტროდან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და უშიშროების სხვა ქვედანაყოფების გამოყოფას გულისმობს. 
 მეოთხე პუნქტში სასამართლო რეფორმის დასაწყებად, ოპოზიციასთან შეთანხმებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნა სახელდება. 
 მეხუთე პუნქტში კი, საარჩევნო რეფორმის დაწყებისთვის ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციასთან შეთანხმებით დანიშვნას და ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საარჩევნო კოდექსის სამუშაო ჯგუფის შექმნას ასახელებს. 
 ბოლო პუნქტი მედიასივრცის გაჯანსაღებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის დაწყებას ეხება. ოპოზიციას მიაჩნია, რომ მათთან შეთანხმებით უნდა დაინიშნოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი და სამეურვეო საბჭოს წევრები, “მეორე არხის” მართვა პოლიტოლოგთა და ექსპერტთა შეთანხმებულ ჯგუფს უნდა გადაეცეს, ტელეკომპანია “იმედი” კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდეს და აღმოიფხვრას მაუწყებლობის ლიცენზირების ხელოვნური ბარიერები. 
 “მიმდინარე წლის 11 მაისს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად აფასებს ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკურ კრიზისს და ამიტომ შეუძლებელია მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით პრობლემების მოგვარება”, - ნათქვმია 9 აპრილის აქციებზე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალების განცხადებაში. 
 მათი განცხადებით, პრეზიდენტმა გამოთქვა ზოგადი მზადყოფნა რამდენიმე მიმართულებით რეფორმების განხორციელებაზე. ამიტომაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს წინადადებს, რომელთა 26 მაისამდე ხორცშესხმის შემთხვევაში, შესაძლებელია ეროვნული თანხმობის მიღწევისა და ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების პროცესი დაიწყოს.

 


ავტორი: bimbo null (0) null