„შერატონ მეტეხი პალასში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა
|
| 24.05.2009, 00:28 |
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. როგორც “ინტერპრესნიუსს~ სასტუმროს მარკეტინგის განყოფილების უფროსმა თამუნა გულედანმა განუცხადა, „შერატონ მეტეხი პალასში“ სატელეფონო ზარი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ, დაახლოებით, საათნახევრის წინ შევიდა. შესაბამისად, სასტუმრო დაიცალა. თუმცა, შემოწმების შედეგად სასტუმროში ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის ‘’შერატონ მეტეხი პალასში~ მყოფი ხალხი სასტუმროს ეზოში იმყოფება და, სავარაუდოდ, შენობაში მათ უახლოეს პერიოდში შეუშვებენ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 622 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|