ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანი დაიტბორა. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, დატბორილია ქალაქის რამდენიმე უბანი. ამ ეტაპზე, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაიტბორა ლოტკინის დასახლება, დიდუბე, სოლოლაკი და გლდანი. ასევე, დატბორილია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დიღომი საბურთალოს მონაკვეთი. წყალდიდობის შედეგად თბილისის ქუჩებში მანქანებს გადაადგილება უჭირთ. როგორც “კონსერვატიული პარტიის” წევრმა კობა ძიძიგურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ძლიერი წვიმის შედეგად წამოსულმა ნიაღვარმა სახელმწიფო კანცელარიასთან განლაგებული “საკნები” დატბორა.
|