ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რაიონებში ძირითადად აღდგენილია
24.05.2009, 00:24
ელექტროენერგიის მიწოდება თბილისის რაიონებში ძირითადად აღდგენილია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ დროსთვის მაინც რჩება რამოდენიმე უბანი, რომელსაც ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად თბილისში მოსული ძლიერი წვიმა სახელდება.