მიხეილ სააკაშვილი - ადგილობრივი არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება შესაძლებელია
|
| 18.05.2009, 20:52 |
საქართველოში ქუჩისა და ექსტრემიზმის პოლიტიკა წარსულს ბარდება. ამის თაობაზე საქარათველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს წინანდალში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში კარგად გამოჩნდა ქართული საზოგადოების სიმწიფე, სიბრძნე, გამბედაობა და თავშეკავება შიდა თუ გარე პროვოკაციების მიმართ; ნათელი გახდა, რომ ქუჩისა და ექსტრემიზმის პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ბარდება. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში არიან ადამიანები, ვისაც კონკრეტული ვალდებულებები აქვთ აღებული, მათ შორის ფინანსური და ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ, ხოლო ვინც „ყურებით არ ჰყავთ დაჭერილი“, ისინი დიალოგისა და აზრის გაზიარების მომხრე არიან. „ფეხის ბაკუნითა და იარაღის ბრაგუნითაც ქვეყნის არევა არავის გამოუვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს რადიკალური ჯგუფები უცხოელი პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოიყურებიან. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესებმა ქვეყანას რამდენიმე კვირის განმვალობაში ზიანი მიაყენა, მაგრამ ახლა უკვე განახლდა ინვესტიციების მოზიდვაც და საგადასახადო მუშაობაც.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 589 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|