პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან „კარგი დიალოგის“ დაწყებაზე საუბრობს
|
| 18.05.2009, 20:52 |
პრეზიდენტი სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციასთან „კარგი დიალოგის“ დაწყებაზე საუბრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს წინანდალში ყოფნისას განაცხადა, ყველა დიალოგი პარლამენტის შიგნით უნდა მიმდინარეობდეს და ეს პროცესი დაწყებულია. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ „ხელისუფლებას ყველაზე მტკივნეულ ადგილებში სწორედ საპარლამენტო ოპოზიცია არტყამს“. „მთავრობას სერიოზული საპარლამენტო კონტროლი სჭირდება. ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი არსებობს და კიდევ მეტად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 591 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|