კობა კობალაძე მე-11 დღეა საპყრობილეში შიმშილობს
|
| 18.05.2009, 20:48 |
გენერალი კობა კობალაძე უკვე მე-11 დღეა საპყრობილეში შიმშილობს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს კობალაძის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ განუცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც გენერალი კობალაძე გადაიყვანეს მე-8 საპყრობილეში, იმ დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა და იგი მხოლოდ წყალს ღებულობს. პაქსაძის თქმით, შიმშილობის შესახებ საქმის კურსშია ციხის ხელმძღვანელობა და კობალაძე იმყოფება სამედიცინო დაკვირვების ქვეშ, თუმცა, როგორც ემზარ პაქსაძემ აღნიშნა, გენერალ კობალაძის მდგომარეობა ამ დროისთვის არასახარბიელოა, ვინაიდან 11-დღიანი შიმშილობა აშკარად აისახა უკვე მის ჯანმრთელობაზე. ადვოკატი აცხადებს, რომ ხვალ გენერალი კობა კობალაძე გაავრცელებს საგანგებო მიმართვას სახალხო დამცველის სახელზე და მოითხოვს ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას. გარდა ამისა, ემზარ პაქსაძე გენერლის მდგომარეობისა და მისი დაკავების ფაქტებთან დაკავშირებით აპირებს საერთაშორისო საზოგადოება და საქართველოში აკრედიტებული ელჩები ჩააყენოს საქმის კურსში.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 635 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|