სამშაბათი, 07.04.2026, 16:04

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

ლევან გაჩეჩილაძე პრეზიდენტის გამოსვლას გამოეხმაურა
18.05.2009, 20:46
პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე საქართველოს პრეზიდენტის წინანდლის რეზიდენციაში გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფული არა ოპოზიციას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტს აქვს აღებული ქვეყნის დაშლისა და დანაწევრებისთვის.
ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, ევროპა საგრძნობლად არის გააქტიურებული და თავად მათ არ სურთ, რომ ოპოზიციის ბრძოლა უშედეგოდ დამთავრდეს.  
გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ზეგ ლიდერთა ნაწილი დასავლეთში წავა, 20 მაისს ისინი გამართავენ შეხვედრას ბათუმში, 21 მაისს ზუგდიდსა და ქუთაისში, 22 მაისს თელავსა და გურჯაანში და მოხდება საპროტესტო მუხტის მქონე ადამიანების მობილიზება და მათი 26 მაისს თბილისში ჩამოყვანა.  
გაჩეჩილაძემ დაუღლელობისკენ მოუწოდა მომიტინგეებს და აღნიშნა, რომ ოპოზიციას ორი გზა აქვს – ან კომბლით ხელში შევარდეს სადმე, ან მოთმინებით დაელოდოს მოვლენების განვითარებას და ბოლომდე რუსთაველის გამზირზე იდგეს.
ლევან გაჩეჩილაძე აღნიშნავს, რომ 26 მაისს საერთო-სახალხო კრება ჩატარდება და ალტერნატიული ფუნქციის მქონე ორგანო ჩამოყალიბდება, რომელსაც მიეცემა უფლება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ საკითხების მოგვარებისა.
გაჩეჩილაძის აზრით, ეს ორგანო საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირებისგან უნდა დაკომპლექტდეს.  
“დადგა დრო, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უნდა დაუთმონ ასპარეზი საზოგადოებისთვის ცნობილ და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირებს. დროა, რომ წინ დავაყენოთ საზოგადოება და ადამიანები გავერთიანდეთ არა ინტერესებით, არამედ ფასეულობების გარშემო. იმ ფასეულობის გარშემო, რასაც ჰქვია ენა, მამული და სარწმუნოება”, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.
მან ასევე პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას აცნობა, რომ დღეიდან ტელეკომპანია “მაესტროს” ყურება შესაძლებელი გახდება ფოთში, სენაკში, ქუთაისსა და ზესტაფონში. გაჩეჩილაძემ მადლობა გადაუხადა იმ პირებს, ვინც ტელეკომპანია “მაესტროს” დაეხმარა გაეფართოვებინა დაფარვის ზონა და აღნიშნა, რომ მოვა დრო, როდესაც ამ პირების სახელებს ხმამაღლა იტყვის.


კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 583 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: