თსუ-ში მრგვალი მაგიდა გაიმართება
|
| 17.05.2009, 13:33 |
ახალგაზრდული გაზეთის “თსუ თაიმსის” ინიციატივით, 18 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: “ქართველი ახალგაზრდების როლი კონფლიქტების მოგვარების საქმეში”. გარდა ამისა, შედგება “თსუ თაიმსის” სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, ანალიზს და მათ მოგვარებაში ახალგაზრდულ ხედვას. გაზეთში დაბეჭდილია რუსეთის ისტორიის მიმოხილვა, სტუდენტური აზრი, ადამიანური ისტორიები, ინტერვიუები ისტორიკოს ვახტან გურულთან, ექსპერტ მამუკა არეშიძესთან, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელ შოთა მალაშხიასთან, 90-იანი წლების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ნემო ბურჭულაძესთან, თსუ-ის რექტორის გიორგი ხუბუას პოზიცია თვითგამორკვევის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესიის როლი. აგრეთვე, სტატიები: რას ნიშნავს ავტონომიურობის პრინციპი; საერთაშორისო ორგანიზაციების როლი საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საკითხში, რას ელოდება საქართველო სტრასბურგის სასამართლოსგან და სხვა. ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ სამართალმცოდნეები, ისტორიკოსები, კონფლიქტოლოგები, პოლიტოლოგები. ექსკლუზივი კახა კაციტაძე - შექმნილ ვითარებაში თავად ხელისუფლებისთვისაც უკეთესია, თუ გონივრულ დათმობებზე წავა 2009-05-17 13:25:00 ... ექსპერტთა ტრიბუნა “ხუთი ნაბიჯი” და დღის წესრიგი #3 ახალი “უპირობო” მოლაპარაკებისთვის 2009-05-16 12:46:00 ...
ქართული პრესის მიმოხილვა • ჩამოვა თუ არა 26 მაისის სახალხო აღლ
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 592 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|