არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ხვალ პიტერ სემნებს შეხვდებიან
|
| 17.05.2009, 13:31 |
არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ხვალ სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს შეხვდებიან. როგორც ~ინტერპრესნიუსს~ “კონსერვატორების” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში მიმდინარე პრობლემატურ საკითხებზე. მისი თქმით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაციას მიაწვდიან ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან და თავდასხმების გამოუძიებლობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება ასევე დიალოგის თემას და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ოპოზიციის შეხვედრაზე ინფორმაციას მიაწვდიან.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 616 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|