ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა
|
| 17.05.2009, 13:29 |
ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მორიგ რაუნდზე გაემგზავრა, რომელიც 18-19 მაისისთვის არის დაგეგმილი. დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს, შემადგენლობაში კი შედიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დორებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. აკიშბაია ჟენევის შეხვედრაზე დევნილების, გალის რაიონის მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, მოსახლეობის იძულებითი პასპორტიზაციის, კოდორის ხეობიდან სასულიერო პირების გამოძევებისა და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო კონტროლის დამყარების საკითხებს დააყენებს. დიმიტრი სანაკოევის განცხადებით კი, ქართულ მხარეს მზად აქვს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის მოთხოვნის საპასუხო პოზიცია. როგორც ცნობილია, ცხინვალის რეჟიმი ჟენევაში აპირებს, ქართულ მხარეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტია მოსთხოვოს.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 608 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|