სიღნაღში ამერიკელი მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
|
| 17.05.2009, 13:26 |
მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა კვირეულის ფარგლებში, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დღეს ამერიკელი მხატვრის ჯონ ჰენრი ვურდემანის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა - “მშვენიერების ძიებაში“ გაიხსნება. მხატვარი თორმეტი წელია სიღნაღში ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე ქეთევან მინდორაშვილი და ორი ქალიშვილი. გამოფენა „მშვენიერების ძიებაში“ ვიზუალური მოგზაურობაა. მხატვარი 1975 წელს ქალაქ სანტა ფეში, ნიუ მექსიკოს შტატში დაიბადა. თავის პროფესიას მერილენდის ინსტიტუტში, ბალტიმორის ხელოვნების კოლეჯში დაეუფლა. შემდგომ მოსკოვში, სურიკოვის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც 1998 წელს დაამთავრა და სახვითი ხელოვნების მაგისტრის წოდება მიიღო. 1996-98 წლებში ჯონ ჰენრი საქართველოში ბევრს მოგზაურობდა. მან მთელი გულით შეიყვარა ქართველი ხალხი, რელიგია, ბუნება, ღვინო, განსაკუთრებით კი ქართული ხალხური მუსიკა. სწავლის დამთავრებისთანავე იგი საქართველოში ჩამოვიდა და სიღნაღში დასახლდა.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 571 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|