მალხაზ აკიშბაია: ე.წ აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში "დაბადების ადგილიდან” "საქართველოს” ამოშლა კრემლის მორიგი პროვოკაციაა
|
| 13.05.2009, 22:56 |
| აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია რუსეთის გადაწყვეტილებას, ე.წ აფხაზეთის მოქალაქეების პასპორტებში “დაბადების ადგილიდან”, “საქართველოს” ამოშლას კრემლის მიერ ხელოვნურად დაგეგმილ მორიგ პროვოკაციად აფასებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე, კონფლიქტურ რეგიონში მიმდინარე პასპორტიზაციის აქტუალობაზე ისაუბრა და დასძინა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილება, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ლეგიტიმაცია მისცეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. “რუსეთი მსგავსი ქმედებები მიზანდ ისახავს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე, ასევე ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სამართლებრივი კავშირების გაწყვეტას საქართველოს სხვა მოქალაქეებთან. Eმოსკოვის ამდაგვარი ნაბიჯები, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მას უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასებები” – განაცხადა აკიშბაიამ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 647 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|