ნინო ბურჯანაძე შს მინისტრად სოზარ სუბარის დანიშვნას ითხოვს
|
| 13.05.2009, 22:55 |
| “მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციასთან დიალოგი არ გამოიყენა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ნორმალიზაციისკენ წაეყვანა. კოსმეტიკური ცვლილებები კი დიქტატურისკენ მიმავალ ქვეყანას არ უშველის. თუ პრეზიდენტი წავა, ჩვენ მას გავაცილებთ სიტყვებით: “თურმე, ქვეყანა მართლა ჰყვარებია,” “პრეზიდენტს სამშობლო საკუთარ სკამზე მეტად ჰვარებია,”_ განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე. მისივე თქმით, ხვალ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობას, მაგრამ მიუხედაად ყველაფრისა, შენობის პიკეტირება მაინც მოხდება. “მოხარული ვიქნებით, თუ პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის ადგილას სოზარ სუბარს დანიშნავს, ჩვენ მიხეილ სააკაშვილის გადადგომამდე ვიბრძოლებთ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით. სააკაშვილს გავაგონებთ იმას, რისი გაგონებაც არ უნდა,”_ აღნიშნნა ბურჯანაძემ.
|
|
კატეგორია: News | დაამატა: bimbo
|
| ნანახია: 614 | რამოტვირთვები: 0
| რეიტინგი: 0.0/0 |
|