 დღეს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის პატრონაჟით, დევნილთა ამბულატორიული მომსახურების ცენტრს, მაღალი ტექნოლოგიის სამედიცინო აპარატი გადაეცა, რომლის საშუალებითაც აფხაზეთიდან დევნილი ექიმები ენდოკრინოლოგიურ პათოლოგიის გამოკვლევას შესძლებენ. აფხაზეთიდან დევნილ მედიკოსებს, სანდრა რულოვსი უახლოეს პერიოდში ასევე ძვირადღირებული აპარატის-გადამწდომის შეძენას დაპირდა. დევნილთა პოლიკლინიკაში დღეს დაგეგმილ შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია და აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავაც ესწრებოდნენ. აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს პირველი ლედი ყოველთვის ყურადღებით ეცნობა დევნილი მედიკოსების საქმიანობას და მაქსიმალურად ცდილობს სხვადასხვა სახის დახმარების აღმოჩენას. “ჩვენ დიდი ხანია გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. აპარატი, რომელიც დღეს გადმოგვეცა ძვირადღირებულია და ეხოსკოპიისთვის დიდ დანამატს წარმოადგენს. Eეს კი პირველ რიგში, ხელს შეუწყობს მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავისთავად დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება”- განაცხადა დალილა ხორავამ.
|