თბილისის მერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლების თვითმიზანი 26 მაისს აღლუმისა და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება არ არის და თუ ამ ყველაფრისთვის უზრუნველსაყოფი პირობები არ იქნება, აღნიშნული ღონისძიებები არც გაიმართება.“რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნით, 26 მაისი, ვიწრო პარტიულ თავყრილობას უნდა დაემსგავსოს, ეს სამარცხვინო და სამწუხაროა. სრულიად ნათელი ხდება, რომ რადიკალური ოპოზიცია იმისთვის, რომ ძალის ესკალაცია მოხდეს, ხელისუფლების წამოიკიდებას დღითიდღე სულ უფრო მეტად ცდილობს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხს, პოლიტიკაში დამკვიდრება მხოლოდ ამ გზით წარმოუდგენიათ. ჩვენი პასუხი _ სიმშვიდე, მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმიებაა. ხელისუფლება ამ პროვოკაციაზე არ წამოეგება. ჩვენი თვითმიზანი აღლუმის ჩატარება არ არის, ბუნებრივია, ჩვენ არ წავალთ ძალის ესკალაციაზე, თუმცა დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომ ეს რადიკალური ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომა იქნება”, _ განაცხადა უგულავამ და იქვე აღნიშნა, რომ აღლუმის გამართვა პოლიტიკური მოთამაშეების ჯანსაღ ჭკუაზეა დამოკიდებული.
|