სამშაბათი, 07.04.2026, 16:04

მოგესალმები სტუმარო | RSS

მთავარი » ფაილები » News

Irakli alasanias gancxadeba
13.05.2009, 20:02

ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ცნობილია _ 26 მაისს სახალხო აღლუმი უნდა ჩაატაროს, მაგრამ საკითხავია, შეინარჩუნებენ თუ არა ანტინაცინალები ერთიანობას. ყოველ შემთხვევაში, ისეთი პირი უჩანს, რომ ლიდერები სხვადასხვა აზრზე დგანან. ასე, მაგალითად, “დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველოს” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას აზრი არ აქვს. “მიმაჩნია, რომ ვერანაირი დიალოგი, გარდა პრეზიდენტის გადადგომის და გადადგომის პირობების საკითხებისა, ნამდვილად ვერ გაიმართება და არც უნდა გაიმართოს,” _ აცხადებს ბურჯანაძე. სხვა აზრზე დგანან ირაკლი ალასანიას ალიანსის წევრები. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობას ლევან გაჩეჩილაძეც ადასტურებს და მიიჩნევს, რომ ეს ნორმალურია.შესაძლოა, მართლაც ასეა, მაგრამ ის, რომ ბურჯანაძე და ალასანია “სხვადასხვა პოლუსი” იყო, ამის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, ვიდრე 9 აპრილის საორგანიზაციო შტაბი შეიქმნებოდა.რატომ არ უნდა ბურჯანაძეს დიალოგი? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ დიალოგის შემთხვევაში, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება. მოვლენების რადიკალიზაციის შემთხვევაში კი, გარკვეული აფსაითი ირაკლი ალასანიასაც ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, საპროტესტო ელექტორატი იმ შემთხვევაში, თუკი ალასანია სიტუაციის გამწვავებაზე უარს უტყვის, ალასანიას ზურგს აქცევს.ერთი სიტყვით, ალასანიაც და ბურჯანაძეც დილემის წინაშე დგანან. ვნახოთ, საით გადაიხრება პოლიტიკური სასწორი...

ის, რომ ოპოზიციაში სერიოზული დილემაა, ამას ირაკლი ალასანიას განცხადებაც ადასტურებს, რომლის თანახმადაც, ალასანია ტელევიზიის წინ გზის გახსნას უჭერს მხარს. “ ვისაც ამ აქციებში მონაწილეობის სურვილი აქვს, ის პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, მე, პირადად, მაქვს მოსაზრება, რომ კოსტავას გამზირი უნდა გაიხსნას და აქციები უფრო სხვა კონკრეტულ ფორმებში გადაიზარდოს. ტელევიზიის მიმდებარე ტერიტორიის გახსნა იქნება ჩვენი კეთილი ნების ჟესტი, იმის საჩვენებლად, რომ ოპოზიცია მზად არის პროცესების კონსტრუქციული წარმართვისთვის", _ აცხადებს ალასანია.  


კატეგორია: News | დაამატა: bimbo
ნანახია: 709 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
s"> .lols { background:#575757 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .lols:hover { background:#918e8e none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#f7f7f7; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable { background:#D82020 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .disable:hover { background:#E33939 none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts { background:#1E90FF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#FFFFFF; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; } .posts:hover { background:#00BFFF none repeat scroll 0 0; border:0 none; color:#F3F3F3; cursor:pointer; font-family:verdana; font-size:10px; letter-spacing:0; margin:0; padding:5px; text-align:center; width:auto; }
?????? *:
Email:
???? *: